Monday, April 8, 2013

კულინარია









Samarxvo Receptebi / სამარხვო რეცეპტები

სამარხვ რეცეპტები , ძალიან ადვილად მოსამზადებელი კერძები >>>>

ჰერკულესის კატლეტი

500 გრ. ჰერკულესი
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
3 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
1-2 კბილი ნიორი
5-6 ცალი კარტოფილი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
მცენარეული ცხიმი
2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
მარილი

ჰერკულესი დაალბეთ წყალში 10-15 წუთით და გადაწურეთ. ბოსტნეული და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ ჰერკულესი. დაამატეთ სიმინდის ფქვილი, მარილი და ცხიმი. მიღებული საშუალო სისქის ნაზავი დადეთ ცხელ ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

ალბათ თავადაც დარწმუნდებოდით, რომ ჰერკულესის სამარხვო კატლეტები მართლაც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.


სოიო პამიდვრის სოუსით

200 გრ. სოიო
4-5 ცალი პამიდორი
1-2 ს.კ. ტომატ-პასტა
2-3 თავი ხახვი
2-3 კონა ქინძი
რამდენიმე ღერი კამა
1 ჩ.კ. აჯიკა ან წითელი წიწაკა
მცენარეული ცხიმი
მარილი

სოიო დაალბეთ წყალში და გაწურეთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ, ჩაუმატეთ ტომატ-პასტა. როდესაც ტომატ-პასტა ფერს შეიცვლის, დაამატეთ სოიო, 1-2 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩათუთქეთ თავდახურულად ნელ ცეცხლზე.
ჩაუმატეთ გახეხილი პამიდორი და წამოადუღეთ. შემდეგ ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი, აჯიკა, მარილი და მდუღარე წყალიც თუ საკმარისი წვენი არ ექნება. ნაზავი გააჩერეთ ცეცხლზე სოიოს მოხარშვამდე. პამიდვრის ჩამატების შემდეგ დიდხანს ნუ ადუღებთ.

სამარხვო შოკოლადი

3 ჩ.ჭ. ჰერკულესი
1 ჩ.ჭ. შაქარი
1 შეკვრა სამარხვო მარგარინი
2 ს.კ. კაკაო
1 შეკვრა ვანილი
2 შეკვრა ქოქოსის ნაფხეკი

აზილეთ დარბილებული მარგარინი, ჰერკულესი, შაქარი, კაკაო და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მიღებული მასისგან დაამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ ქოქოსის ნაფხეკში. გააცივეთ და მიირთვით ან შეინახეთ გრილ ადგილას.


კომბოსტოს სამარხვო სალათა

1/2 კილოგრამი კომბოსტო
3 ცალი სტაფილო
4 სუფრის კოვზი ზეთი
2 სუფრის კოვზი ძმარი
გემოვნებით – მარილი
1 ცალი ხახვი
1 კონა მწვანილი

კომბოსტოს ფოთლები წვრილად დაჭერით, გარეცხეთ, მარილი მოაყარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ ხელით, მოასხით ზეთი და ძმარი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და ხახვი, სურვილისამებრ სამარხვო მაიონეზიც და გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.
 







No comments:

Post a Comment